ბოსფორი ბოსფორი (ბერძ. Βόσπορος ძროხის რქა, თურქ.: Boğaziçi, სტამბოლის სრუტე) — სრუტე , რომელიც ჰყოფს თურქეთის ევროპულსა ( რუმელია ) და აზიურ ( ანატოლია ) ნაწილებს. მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ყელია, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოიყენება და ის მარმარილოს ზღვას შავ ზღვასთან აერთებს, რომელიც თავის მხრივ დარდანელით ეგეოსის ზღვას უერთდება ხმელთაშუა ზღვაში . მისი სიგრძე დაახ. 30 კმ-ია, მაქსიმალური სიგანით 3.700 მეტრი ჩრდილოეთ შესართავთან, და მინიმ. სიგანით 700 მეტრი. სიღრმე მერყეობს 36-124 მეტრს შორის დინების შუაში. ბოსფორის სრუტეში, რომელიც სხვადასხვა მარილიანობის ზღვებს აერთებს, ორმაგი დინება წარმოიქმნება: ზედა ფენებში — შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისკენ , ქვედა ფენებში — მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ. ამის შედეგად შავი ზღვა წელიწადში 175 კმ³ ხმელთაშუა ზღვის მლაშე წყალს იღებს, ხოლო აზოვის ზღვა ყოველწლიურად შავ ზღვას 66 კმ³ დაბალი მარილიანობის წყალს აძლევს. [1] სრუტის ნაპირები მჭიდროდ დ...